ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

4-10 ივნისი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გერმანიაში

2019-06-14

4 ივნისიდან 10 ივნისამდე გერმანიაში, ქალაქ ბად-ტოლცში ჩატარდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი - „კლავის-ბავარია“. კონკურსის ჟიურის წევრად მიწვეული იყო ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე - ქალბატონი თინათინ ღვინერია, რომელმაც, ასევე, მონაწილეობა მიიღო კონკურსის ფარგლებში გამართულ სემინარებსა და მასტერ-კლასებში. სასემინარო მუშაობის ფარგლებში მან წაიკითხა მოხსენება ქართული საფორტეპიანო მუსიკის შესახებ და, აგრეთვე, წარადგინა თავისი მონოგრაფია - „საფორტეპიანო მუსიკა მარცხენა ხელისათვის - ისტორია, თეორია, შემსრულებლობა“. ორივე მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

გარდა ამისა, კონკურსის ორგანიზატორებისგან ქალბატონმა თინამ მიიღო შეთავაზება სპეციალური პრიზის დაწესების შესახებ: პრიზი კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისათვის გადაეცა 12 წლის ნორჩ პიანისტს მოსკოვიდან - ანდრეი ფილონოვს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მოწვეული სტუმრის სტატუსით სოლო კონცერტი გამართა თინა ღვინერიას მოსწავლემ, თათა კვანტალიანმა (მე-10 კლასი). მისმა გამოსვლამ ასევე დიდი წარმატებით ჩაიარა.

 

იხილეთ დაჯილდოვების ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=_kF5KWUyhvQ

Facebook: https://urlzs.com/n1amz