ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ხალხური სიმღერების გუნდი ვენის მშვიდობის ფესტივალზე

2019-08-02

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მშვიდობის მე-10 საიუბილეო საგუნდო ფესტივალში, ვენაში, სადაც მონაწილეობას იღებდა 41 გუნდი მსოფლიოს 16 ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ გუნდის გამოსვლები შედგა გაეროს ვენის შტაბ-ბინასა და ვენის უნიკალურ საკონცერტო დარბაზებში: მათ შორის, გახსნის ცერემონია ჩატარდა „Wiener Konzerthaus“-ში, ხოლო გალა კონცერტი - მუზიქვერაინის ოქროს დარბაზში (Musikverein Golden Hall). ამასთან, დამატებით, გუნდი წარდგა ორ მშვიდობის კონცერტზე MuTh-ის საკონცერტო დარბაზსა და ვენის უძველეს ეკლესიაში (St. Rupert's Church). აგრეთვე, გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალის პროექტში - „მუსიკა საზღვრების გარეშე“ და ჩაატარა კონცერტი ვენის მოხუცებულთა თავშესაფარში. გარდა ამისა, გუნდს ჩაუტარდა ინდივიდუალური ვორქშოფი მასპინძელი გუნდის - ვენის ვაჟთა გუნდის რეზიდენციაში (Augarten Palace) ავსტრიელი დირიჟორის მიერ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულ გაეროს ბავშვთა ფონდის საქველმოქმედო ბაზრობაზე გუნდის წევრებმა გაყიდეს ქართული სუვენირები. ფესტივალის დასრულების შემდეგ საქართველოს სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონცერტი ავსტრიაში მაცხოვრებელი ქართველებისათვის.
აღსანიშნავია, რომ გუნდს ვენაში თან ახლდა ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფი. ვენის ტურის ნახვას მაყურებელი „დღის შოუს“ ეთერში სექტემბერში, ახალ სეზონზე შეძლებს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს ავსტრიაში მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.