სასწავლებლის მოსწავლეები ბათუმის ფესტივალზე
2019-09-26
სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა, ილია ლომთათიძემ, ბარბარე თათარაძემ, ანაჰიტ სტელმაშოვამ და ბრაბარე ჩხაიძემ მონაწილეობა მიიღეს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას" მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით გამართულ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსისა და კომპოზიტორის მიშელ სონის მასტერკლასებიც.