ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

წარმატება ბარსელონაში!

2019-11-30

15-18 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი „XVI Art Duo International Competition“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ვოკალური განყოფილების მოსწავლეებმა (პედაგოგი დოდო დიასამიძე).

მე-12 კლასის მოსწავლე კატო ბუაჩიძემ "1 პრემიის ლაურეატის", ხოლო მე-9 კლასის მოსწავლე სალომე მუმლაძემ "მე-3 პრემიის ლაურეატის" წოდება მოიპოვა.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!