მეგობრული კონცერტები ბაქოში
15–20 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში მიწვეული იყო ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლის დელეგაცია: სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - გიორგი ქორქაძე (დირექტორი), თინა ღვინერია (დირექტორის მოადგილე), ეკა ჩიჩუა (სასწავლო ნაწილი); პედაგოგები - ნატა ნაცვლიშვილი, თამარ სარვაზიშვილი, ლალი კაზილაშვილი; მოსწავლეები - ბარბარე ჩხაიძე (ფორტეპიანო), ილია ლომთათიძე (ფორტეპიანო), ნატალია ტურიატკო (ვიოლინო), ლუკა წეველიძე (ვოკალი); კონცერტმეისტრები - ირინა პლატონოვა და მარინა აბრამიშვილი.
ბაქოში ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელსა და ბაქოს სამუსიკო სკოლებს შორის 10 წლის მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.
ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები დიდი წარმატებით გამოვიდნენ ერთობლივ კონცერტებზე ბაქოს მე–11 და 23-ე სკოლა–თერთმეწლედებში. ერთხმად აღინიშნა სასწავლებლის მოსწავლეების მაღალი პროფესიული დონე და საკონცერტო პროგრამების მომზადების მაღალი ხარისხი.
აზერბაიჯანელი მეგობრები არ შემოიფარგლენ მხოლოდ საკონცერტო ღონისძიებებით და ქართულ დელაგაციას შესთავაზეს საინტერესო კულტურული პროგრამა, რომელიც მოიცავდა ბაქოს ღირსშესანიშანაობების დათვალიერებასაც.
ბაქოელ მეგობრებთან შემდეგი შემოქმედებითი შეხვედრა შედგება თბილისში, 2020 წლის აპრილში.