გამარჯვება კონკურსში "მაკნატუნა"
ევგენი მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ულოცავს საფორტეპიანო განყოფილების მე–8 კლასის მოსწავლეს ანაჰიტ სტელმაშოვას დიდ გამარჯვებას ნორჩი მუსიკოსების XX საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსში „მაკნატუნა“. მან ნომინაციაში „ფორტეპიანო“ ღირსეულად მოიპოვა II ადგილი და ჯილდო „ვერცხლის მაკნატუნა“.
ვულოცავთ ასევე მის პედაგოგს ნინო ქათამაძეს მოსწავლის გამარჯვებას და ვუსურვებთ ორივეს შედგომ წინსვლას და შემოქმედებით წარმატებებს!
კონკურსის დასასრულს, ფინალისტებს, მათ შორის ანაჰიტს, ჰქონდათ პატივი ორკესტრთან ერთად შეესრულებინათ ნაწარმოებები ისეთ პრესტიჟულ დარბაზში, როგორიც არის მოსკოვის „ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი“. (იხ. ვიდეო)
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო კონკურსში მონაწილეობას იღებდა 48 შემსრულებელი 18 ქვეყნიდან: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ეგვიპტე, ისლანდია, ესპანეთი, ყაზახეთი, კანადა, ჩინეთი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ტაივანი, ჩეხეთი, იაპონია და რუსეთი.