ხალხური სიმღერების გუნდის 10 წლის იუბილე
3 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა გუნდის 10 წლის იუბილის მიღება, სადაც შეჯამდა 10 წლის მანძილზე გუნდის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო კულტურულ გაცვლასა და ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიღებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები - აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ბატონი იულიუს ცაი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლები, გაეროს წარმომადგენლები. აგრეთვე, საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ კატარის ავიახაზების წარმომადგენლები, გუნდის მხარდამჭერები და სპონსორები. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა გუნდის ხელმძღვანელმა, ბადრი ჯიმშელეიშვილმა, ევ. მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე ლამარა თაქთაქიშვილმა და ფოკლორისტმა გია ბაღაშვილმა. მიღებას უძღვებოდა ტელევიზია „ერთსულოვნების“ წამყვანი თამარ თაგვაძე. ღონისძიების ბოლოს გუნდის წევრებს გადაეცათ გაეროს სერთიფიკატები 2019 წლის ზაფხულში ვენის მშვიდობის ფესტივალში მონაწილეობისათვის. ასევე, სამუსიკო სასწავლებლის ადმინისტრაციამ გუნდის ხელმძღვანელი საპატიო სიგელით დააჯილდოვა გუნდის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.
მადლობას ვუხდით რედისონ ბლუ ივერიას ღონისძიების მასპინძლობისათვის. აგრეთვე, მადლობას ვუხდით ტელეკომპანიებს „იმედს“, „პირველ არხსა“ და „ერთსულოვნებას“ საინფორმაციო მხარდაჭერისათვის.
ხალხური სიმღერების გუნდს, მისმა უცხოელმა მეგობრებმა 10 წლის იუბილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიულოცეს:
https://www.facebook.com/pg/EMCMS/photos/?tab=album&album_id=2642679332511293&ref=page_internal