პედაგოგთა საყურადღებოდ!
ძვირფასო პედაგოგებო, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, გთხოვთ, გადადით ონლაინ გაკვეთილებზე. სპეციალობებში შესაძლებელია "Skype"-ის, "Messanger"-ის, "Facetime"-ის, "Viber"-ისა და სხვა მსგავსი საშუალების გამოყენება. მართალია, ეს ვერ შეედრება ცოცხალ გაკვეთილებს, მაგრამ შესაძლებელი იქნება მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარება, გარკვეული რჩევების მიცემა და მათი ფორმაში ყოფნის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება თეორიულ საგნებს, მოსწავლეებს დავალებები ონლაინით მიაწოდეთ და გაკვეთილები ზემოთჩამოთვლილი რესურსების გამოყენებით ჩაიბარეთ.
თეორიული განყოფილების პედაგოგებმა ონლაინ გაკვეთილების კონსულტაციები შეგიძლიათ გაიაროთ განყოფილების გამგე მარინა ქავთარაძესთან.
ცვლილებები არ არის მარტივი, თუმცა ჩვენ არ უნდა დავუშვათ სასწავლო პროცესის ჩამოშლა.
სწავლების ამ მეთოდებზე გადადის მთელი საგანმანათლებლო სისტემა და ჩვენც უნდა გავიზიაროთ ეს გამოცდილება.
გისურვებთ წარმატებას!