თეა წულუკიანის ვიზიტი ჩვენს სასწავლებელში
2021-06-04
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ჩვენს სასწავლებელს ესტუმრა. მან სასწავლებლის შენობა დაათვალიერა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის თავისი შესაძლებლობის და რესურსის ფარგლებში მხარი დაუჭიროს სასწავლებელს.
შეხვედრის დასასრულს ჩვენმა მოსწავლეებმა თეა წულუკიანის პატივსაცემად კონცერტი გამართეს.