ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

მადლობა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის!

2021-12-21

ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მთელი კოლექტივის სახელით უღრმეს მადლობას ვუხდით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ და კერძოდ, მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, სასწავლებლისთვის ახალი ინსტრუმენტების შეძენისათვის.

სასწავლებელს გადაეცა ერთი საკონცერტო როიალი „ავგუსტ ფორსტერი“, 7 პიანინო „“პეტროფი“ და 13 კლასიკური და ელექტრო გიტარა (“Squier”, “Fender”, “Ibanez”).