ელისო ბოლქვაძემ ახალგაზრდა პიანისტები შეარჩია
2021-12-24
სასწავლებელის დარბაზში, მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსთა მოსმენა გამართა.
აღსანიშნავია, რომ მოსმენას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.
მოსმენის შედეგად შეირჩა ჩვენი სასწავლებლის ორი წარმატებული მოსწავლე, ბარბარე თათარაძე და ანაჰიტ სტელმაშოვა. ბარბარე და ანაჰიტი 24 მარტს, პარიზში, საერთაშორისო ფონდ „სოს ტალანტების“ კონკურსის 20 წლისთავთან მიძღვნილ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.
მადლობა ქალბატონ ელისოს და ყველას, ვინც გვერდში უდგას ახალგაზრდა მუსიკოსებს.