ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

2021-12-27

კულტურის სამინისტრომ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია „თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში“ გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სამუსიკო სასწავლებლის ინსტრუმენტულმა ანსამბლმა - „კამერტონი“ (მუსიკალური ხელმძღვანელი: კირა ლელაშვილი) და უფროსკლასელთა გუნდმა (ხელმძღვანელი: მიშა ედიშერაშვილი), რომლებმაც კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.