ჩვენი მოსწავლის წარმატება უკრაინის კონკურსზე
2021-12-30
ჩვენი სასწავლებლის მოსწავლემ, თამარ კვიციანმა (9 წ. პედაგოგი-თინა ღვინერია), უკრაინაში გამართულ ონლაინ კონკურსში, "Новорiчна диво" ("New year miracle"), ნომინაციაში „ინსტრუმენტალისტები“, გრან პრი მოიპოვა.
„ინსტრუმენტალისტების“ ნომინაცია აერთიანებდა როგორც პიანისტებს, ასევე ორკესტრანტებსაც. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიცა თითო გრან-პრი. შესაბამისად, თამარმა „9-11 წლიანების“ კატეგორიაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდა 7 ქვეყნის 2022 წარმომადგენელი, 4 ასაკობრივ კატეგორიაში, სხადასხვა ნომინაციის მიხედვით.
ვულოცავთ გამარჯვებას თამარსა და მის პედაგოგს, ქალბატონ თინა ღვინერიას და ვუსურვებთ ულევ წარმატებას!