სამუსიკო სასწავლებლის დიდი დანაკლისი
2022-01-07
ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება ცნობილი პედაგოგის, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის, ღირსების ორდენის კავალერის, პიანისტთა მრავალი თაობის აღმზრდელის ნატალია ნაცვლიშვილის გარდაცვალებას.
მისმა ფასდაუდებელმა ღვაწლმა დიდი კვალი დატოვა ქართული საფორტეპიანო სკოლის განვითარებაში. მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებისათვის ის იყო არა მარტო მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის მოსწავლეებს ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას ასწავლიდა, არამედ ის იყო მათი მეგობარი, სულიერი მენტორი, ასევე იყო კეთილმოსურნე კოლეგა, რომელიც უშურველად უზიარებდა ყველას თავის დიდ გამოცდილებას.
ქალბატონი ნატას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია არა მარტო ჩვენი სასწავლებისათვის, არამედ საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისათვის.
მისი ხსოვნა მუდამ დარჩება მისი მოსწავლეებისა და კოლეგების გულში.
პანაშვიდი - 6, 7 იანვარს;
გამოსვენება - 8 იანვარს შაბათს 14:00 სთ;
მისამართი - ქავთარაძის ქუჩა N 78, პირველი სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა 12;
გამოსვენება - 8 იანვარს შაბათს 14:00 სთ
მისამართი - ქავთარაძის ქუჩა N 78, პირველი სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა 12