მოსამზადებელი ჯგუფები 5-6 წლის ბავშვებისათვის!
2022-05-11
ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი აცხადებს 5-6 წლის სკოლამდელი ასაკის ბავშვების მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში.
მოსამზადებელი ჯგუფების სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის მუსიკალური სმენის, მეხსიერების, რითმის განვითარებას; ბავშვები გაეცნობიან მუსიკალურ ანბანს, სანოტო სისტემას, ისწავლიან არჩეულ ინსტრუმენტზე დაკვრას, დაკვრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მოსამზადებელი ჯგუფების პროგრამა მოიცავს ჯგუფურ მეცადინეობას სოლფეჯიოში და ინდივიდიუალურ მეცადინეობას არჩეულ ინსტრუმენტზე: ფორტეპიანო, ვიოლინო, ბლოქფლეიტა.
მოსამზადებელ ჯგუფში სწავლების მიზანია ბავშვის მუსიკალური მონაცემების ადრეული
განვითარება,ინსტრუმენტზე დაკვრის დაუფლება და საბიუჯეტო სექტორის (სპეციალიზირებული სწავლების) I კლასში მისაღები გამოცდებისთვის მომზადება.
მისაღებ გამოცდაზე შემოწმდება ბავშვების მუსიკალური მონაცემები შემდეგი დავალებების მიხედვით:
- წინასწარ ნასწავლი სიმღერის შესრულება;
- ფორტეპიანოზე აღებული ბგერების ხმით გამეორება;
- ფორტეპიანოზ აღებული ბგერის მოძებნა კლავიატურაზე მითითებული ერთი ოქტავის ფარგლებში;
- ფორტეპიანოზე აღებულ ინტერვალებში (2 ხმა) ან აკორდებში (3 ხმა) შემავალი ბგერების რაოდენობის დადგენა;
- ფორტეპიანოზე დაკრული პატარა მუსიკალური მოტივის გამეორება;
- ტაშით გამომცდელის მიერ მოცემული რითმული მოტივის გამეორება.