ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

თათია კვაჭანტირაძის I ადგილი და ლაურეატის წოდება

2022-06-09

სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-5 კლასის მოსწავლემ, თათია კვაჭანტირაძემ, მონაწილეობა მიიღო მე-10 საერთაშორისო ონლაინ კონკურს-ფესტივალში - "ჰარმონია". ახალგაზრდა მუსიკოსმა მოხიბლა ჟიური და გახდა როგორც I საპრიზო ადგილის მფლობელი, ასევე დაიმსახურა კონკურსის ლაურეატის წოდება. 

თათიას პედაგოგს, ქალბატონ ლამარა თაქთაქიშვილს, გადაეცა დიპლომი კონკურსზე მოსწავლის საუკეთესოდ წარდგენისათვის.

ვულოცავთ თათიასა და რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ ლამარას, საერთაშორისო კონკურსში წარმატებულ მონაწილეობას.