„კამერტონი-საქართველო“ ქუთაისში კონცერტს მართავს
1 ივლისს, 18 საათზე „კამერტონი-საქართველო“ ქუთაისელი მსმენელების წინაშე წარსდგება!
კონცერტს უმასპინძლებს ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი.
შემადგენლობაში იქნებიან როგორც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ელენე კვანტალიანი (ფორტეპიანო), ფალანდა ღვინჯილია (ტენორი), ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები: ნატალია ტურიატკო (ვიოლინო), ეკა ნიკოლაძე, გიორგი წიკლაური (ფორტეპიანო).
„კამერტონი-საქართველოს“ მუსიკალური ხელმძღვანელია, პიანისტი, კირა ლელაშვილი.
ღონისძიების მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტის პარტნიორი კი ააიპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: „კამერტონი-საქართველო“ ქუთაისში კონცერტს გამართავს - საქართველო და მსოფლიო (geworld.ge)