„კამერტონი-საქართველო" ქუთაისში
„კამერტონი-საქართველო“-მ ქუთაისელი მსმენელებისათვის ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა.
შემადგენლობაში იყვნენ როგორც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ელენე კვანტალიანი (ფორტეპიანო), ფალანდა ღვინჯილია (ტენორი), ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები: ნატალია ტურიატკო (ვიოლინო), ეკა ნიკოლაძე, გიორგი წიკლაური (ფორტეპიანო).
„კამერტონი-საქართველოს“ მუსიკალური ხელმძღვანელია, პიანისტი, კირა ლელაშვილი.
(1) ე. მიქელაძის სახ სამუსიკო სასწავლებელი # E. Mikeladze Central Music School | Facebook