ხალხური სიმღერების გუნდის წარმატება უელსის ფესტივალზე
ჩვენი სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდს, ბადრი ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, ვულოცავთ ლანგოლენის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში (უელსი, დიდი ბრიტანეთი) - Llangollen International Musical Eisteddfod, წარმატებულ მონაწილეობას.
კატეგორია, რომელშიც ჩვენი გუნდი იღებდა მონაწილეობას მოიცავდა პროფესიონალი მომღერლებისგან შემდგარ გუნდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ბელგია, ირლანდია, სლოვაკეთი, აშშ, უელსი, ინგლისი... ყველაზე მცირე შემადგენლობის მქონე ქართულმა გუნდმა შეძლო ჟიურისაგან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიეღო და მე-3 საპრიზო ადგილი დაემსახურებინა 93 ქულით, რაც პირველ (95 ქულა) და მეორე (94 ქულა) ადგილზე გასულ უელსის გუნდებს მხოლოდ 1 და 2 ქულით ჩამორჩება.
ლანგოლენის საერთაშორისო ფესტივალი დაარსდა 1947 წელს და მიჩნეულია, როგორც „უელსის საჩუქარი მსოფლიოს“. იგი მუსიკის საშუალებით ხელს უწყობს ერებს შორის მშვიდობასა და კეთილდღეობას. წლების განმავლობაში, ამ ფესტივალში მონაწილეობა მიუღია არაერთ გამოჩენილ მუსიკოსს, მათ შორისაა ლუჩიანო პავაროტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული, სიტარაზე დამკვრელი მუსიკოსის, ანუშკა შანკარის კონცერტს.
კონკურსზე შესრულებული ერთ-ერთი სიმღერა იხილეთ: