კამერტონის მორიგი კონცერტი
13 აგვისტოს, თბილისის ლუთერანულ-პროტესტანტულ ეკლესიაში კამერტონმა (მუსიკალური ხელმძღვანელი კირა ლელაშვილი) კიდევ ერთი შთამბეჭდავი კონცერტი გამართა. ინსტუმენტული ანსამბლის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ნატალია ტურიატკო (ვიოლინო), ფალანდა ღვინჯილია (ტენორი), ელენე კვანტალიანი (ფ-ნო).
აღსანიშნავია, რომ კონცერტს ესწრებოდა ტანია ჰუთი, გერმანიის საელჩოს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
კამერტონი უახლოეს დღეებში მიემგზავნება გერმანიაში, ქალაქ ბად ჰერსფელდში, სადაც კლასიკური მუსიკის მოყვარულები მათ გამოსვლას მოუთმენლად ელოდებიან.
ვიდეო იხილეთ: Kammerton 2022 - YouTube