ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

მანანა დოიჯაშვილის ნეკროლოგი

2023-01-18

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება გამოჩენილი ქართველი პიანისტის, პედაგოგის, პროფესორის, კონსერვატორიის ყოფილი რექტორის და საზოგადო მოღვაწის მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალებას.

მანანა დოიჯაშვილმა შექმნა მთელი ეპოქა კონსერვატორიის ცხოვრებაში, ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მუსიკალური კულტურის და განათლების განვითარებაში. მის მიერ დაარსებულმა რესპუბლიკურმა და საერთაშორისო კონკურსებმა, საერთაშორისო ფესტივალმა „საახალწლო მუსიკალურმა შეხვედრებმა“ ჯერ კიდევ ჩაბნელებული 90–იანი წლების საქართველოში სინათლის და სიცოცხლის სხივი შემოიტანა, და მაღალი დონის მუსიკოს-შემსრულებლებთან შეხვედრას მონატრებული ქართული საზოგადოება კულტურული ცხოვრების რიტმს დაუბრუნა.

მანანა დოიჯაშვილის სახით მუსიკალურმა საზოგადოებამ დაკარგა დიდი მოამაგე, პროგრესულად მოაზროვნე, განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნება, რომლის ღვაწლი დაფასებული იყო მრავალი სამთავრობო ჯილდოებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მან დაიმსახურა ხალხის, კოლეგების და სტუდენტების დიდი სიყვარული, რომელიც მარად დარჩება მათ გულში.