ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

შავლეგ შილაკაძის ნეკროლოგი

2023-01-30

ე. მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება ორკესტრის -"თბილისის კონცერტინოს" დამაარსებლისა და მთავარი დირიჟორის, ღირსების ორდენის კავალერის, კონსერვატორიის დოცენტის, პროფესორის, ბატონი შავლეგ შილაკაძის გარდაცვალებას.

იგი იყო ღვაწლმოსილი ადამიანი: ანსამბლ "თბილისის კამერას" დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი, "თბილისის მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა" კავშირის დამაარსებელი, კომპოზიტორთა კავშირის წევრი. შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები, აქტიურად ატარებდა კონცერტებს საქართველოსა და საზღვარგარეთ, მიღებული აქვს ღირსების ორდენი, საქართველოს ეროვნული პრემია, ჯილდო წლის საუკეთესო ნაწარმოებებისათვის.

სამუსიკო სასწავლებელი უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებსა და სრულიად მუსიკალურ საზოგადოებას.