ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

კამერული მუსიკის საღამო

2023-03-04

25 თებერვალს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა კამერული მუსიკის საღამო, რომელიც ორგანიზებული იყო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის, ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ანსამბლის განყოფილების გამგისა და პედაგოგის ლანა გულდედავას მიერ.

 კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის პედაგოგები: მანანა ქანთარია, მევიოლინე, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების გამგე და პედაგოგი; მაია არჩვაძე, მომღერალი, სასწავლებლის ვოკალური განყოფილების გამგის მოადგილე და პედაგოგი.

კონცერტის პირველ განყოფილებაში მაია არჩვაძის (სოპრანო) და ლანა გულდედავას (ფორტეპიანოს) მიერ  გაჟღერდა შუბერტის, შუმანის და ბრამსის ვოკალური ნაწარმოებები.

მუსიკოსთა შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი საშემსრულებლო კულტურით, უზადო გემოვნებით, ემოციური სიღრმითა და სინატიფით.

მეორე განყოფილებაში შესრულებული იყო შუბერტის ცნობილი  საფორტეპიანო კვინტეტი „კალმახი“ ლანა გულდედავას (ფორტეპიანო), მანანა ქანთარიას (ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძის (ალტი), ოთარ ჩუბინიშვილის (ჩელო) და ილია ღოღობერიძის (კონტრაბასი) შესრულებით.

კვინტეტის ყველა წევრმა, მაღალი ავტორიტეტის მქონე მუსიკოსებმა და  გამოცდილმა ანსამბლისტებმა საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლესი კლასი აჩვენეს და მსმენელს უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მიანიჭეს ამ პოპულარული ნაწარმოების შესრულებით.

ასეთი კონცერტები სანიმუშოა სასწავლებლის მოსწავლეებისათვის, რამეთუ წარმოაჩენენ მათი პედაგოგების მაღალ მუსიკალურ-საშემსრულებლო დონეს და შესაბამისად  მოტივაციას უქმნიან ახალგაზრდებს მეტი მონდომებით და გულისყურით გაიაზრონ თავიანთი მასწავლებლების მითითებები  პროფესიონალური ოსტატობის მისაღწევად.