ფესტივალი ბორჯომი 2023
1-07.2023 – 7.07.2023 ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ბორჯომში ჩაატარა „ახალგაზრდა მუსიკოს- შემსრულებელთა XII საერთაშორისო ფესტივალი ბორჯომი – 2023, სახელწოდებით „ქართული მუსიკა როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის პლატფორმა“.
ფესტივალში მთლიანობაში მონაწილეობა მიიღო 270 ნორჩმა და ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებელმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბაშკიროსტანიდან, რუსეთიდან (მოსკოვი, პეტერბურგი) და აშშ-ს ორმა წარმომადგენელმა ტეხასიდან.
საფესტივალო პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც სოლო შემსრულებელთა გამოსვლებს სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით: ფორტეპიანო, საორკესტრო საკრავები, აკადემიური ვოკალი, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების და გუნდების კონცერტებს.
საქართველოდან, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელმა, ნორჩმა მუსიკოსებმა თბილისიდან, კასპიდან, გორიდან, ახალციხიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ზუგდიდიდან.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა წინა ფესტივალებში 8 გამარჯვებულთა და გრან-პრის მფლობელთა სოლო კონცერტები.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა კულტურათა შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალზედ საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა „ნაციონალური მუსიკა როგორც კულტურათა შორის კომუნიკაციის პლატფორმა“ , სადაც წაკითხულ იქნა რამოდენიმე მოხსენება:
1. „ქართული მუსიკალური კულტურა დასაბამიდან დღემდე“- მომხსენებელი თინა ღვინერია, ე. მიქელაძის სახ.ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
2. „აზერბაიჯანული მუსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები“ - მომხსენებელი პროფ. ნარმინა გულიევა, ბაქოს მუსიკალური აკადემიის პრორექტორი;
3. „კლასიკური მუსიკის განვითარება ბაშკირეთში - რუსტემ იახინი, კომპოზიტორი და პიანისტი“ - მომხსენებელი, პროფ. რუსტამ შაიხუტდინოვი, ბაშკირეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ა. შნიტკეს სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუსიკის ინსტიტუტის ფორტეპიანოს კათედრის გამგე.
1-07.2023 – 7.07.2023 ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ბორჯომში ჩაატარა „ახალგაზრდა მუსიკოს- შემსრულებელთა XII საერთაშორისო ფესტივალი ბორჯომი – 2023, სახელწოდებით „ქართული მუსიკა როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის პლატფორმა“.
ფესტივალში მთლიანობაში მონაწილეობა მიიღო 270 ნორჩმა და ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებელმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბაშკიროსტანიდან, რუსეთიდან (მოსკოვი, პეტერბურგი) და აშშ-ს ორმა წარმომადგენელმა ტეხასიდან.
საფესტივალო პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც სოლო შემსრულებელთა გამოსვლებს სხვადასხვა სპეციალობების მიხედვით: ფორტეპიანო, საორკესტრო საკრავები, აკადემიური ვოკალი, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების და გუნდების კონცერტებს.
საქართველოდან, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელმა, ნორჩმა მუსიკოსებმა თბილისიდან, კასპიდან, გორიდან, ახალციხიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ზუგდიდიდან.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა წინა ფესტივალებში 8 გამარჯვებულთა და გრან-პრის მფლობელთა სოლო კონცერტები.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა კულტურათა შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალზედ საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა „ნაციონალური მუსიკა როგორც კულტურათა შორის კომუნიკაციის პლატფორმა“ , სადაც წაკითხულ იქნა რამოდენიმე მოხსენება:
1. „ქართული მუსიკალური კულტურა დასაბამიდან დღემდე“- მომხსენებელი თინა ღვინერია, ე. მიქელაძის სახ.ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
2. „აზერბაიჯანული მუსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები“ - მომხსენებელი პროფ. ნარმინა გულიევა, ბაქოს მუსიკალური აკადემიის პრორექტორი;
3. „ კლასიკური მუსიკის განვითარება ბაშკირეთში - რუსტემ იახინი, კომპოზიტორი და პიანისტი“ - მომხსენებელი, პროფ. რუსტამ შაიხუტდინოვი, ბაშკირეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ა. შნიტკეს სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუსიკის ინსტიტუტის ფორტეპიანოს კათედრის გამგე.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ექსკურსია ვარძიაში, რამაც ჩამოსულ სტუმრებზე დიდი შთაბჭდილება მოახდინა.
ბოროჯომში ჩატარებულმა ფესტივალმა თავისი ჟანრული მრავალმხრივობით, მასშტაბით, მონაწილეთა მრავალრიცხოვნობით სრულად მიაღწია თავის მიზანს. იგი აღმოჩნდა პლატფორმა ქართული მუსიკის, ახალგაზრდა თაობის ქართველი შემსრულებლების, ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიისა და მუსიკალური კულტურის წარმოსაჩენად და ცნობადობის გასაზრდელად, და პირიქით. საინტერესო იყო ფესტივალზე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეების მოსმენა, მათი მიღწევების შეფასება, მათთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.
ფესტივალში სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილებიდან მონაწილეობდნენ: 1 კლ. მოსწავლეები - ნატალია გულბანი. ელენე ლეკიშვილი, ხასამბ ახოხილი, პედ. ც.ბიჭიკაშვილი; 6 კლ. მოსწავლე - თამარ კვიციანი; 12 კლ. - გაბრიელ ღამბაშიძე. სიმებიანი განყოფილების მოსწავლეები - ანასტასია ლოპუშენკო (7 კლ.), სოფია ლომიძე (9 კლ. ) - პედ.დ. ჯაიანი; ანი ფიფია (7 კლ.) - პედ. შ.ზვიადაძე; სასწავლებლის კურსდამთავრებული, ნინი გიორგაძე (ვ-ნო), ამჟამად ნიუ იორკის მანჰეტენის სკოლის სტუდენტი.
სასწავლებლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით და ჯილდოებით.
ფოტოები იხილეთ: (20+) Facebook