ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

თეა წულუკიანი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

2024-02-16

თეა წულუკიანი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ სამუსიკო სასწავლებლებში ვიზიტს განაგრძობს. ამჯერად მინისტრი ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა და ცნობილ ქართველ პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლე, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად შეხვდა პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

მინისტრმა სასწავლებლის დირექტორ გიორგი ქორქაძეს მადლობა გადაუხადა სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმოებისა და სამუსიკო განათლების პრიორიტეტად ქცევის მიზნით დღემდე გაწეული შრომისათვის.გაიმართა შეხვედრა სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებთან. საუბრისას ყურადღება გამახვილდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და მის ახალ ხელმძღვანელთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და უწყვეტი განათლების აღდგენის შესაძლებლობებზე. თეა წულუკიანმა ასევე მადლობა გადაუხადა სასწავლებლის პედაგოგებს ენთუზიაზმისა და თავდადებული შრომისათვის.

გიტარაზე დაკვრა

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს კონკურსის - „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება" - ფარგლებში 2021 წელს სასწავლებელი დაფინანსდა 53 400 ლარით და შეძენილ იქნა შვიდი პიანინო PETROF-ი და ერთი როიალი AUGUST FORSTER-ი (ინსტრუმენტები მეორეულია). იმავე წელს კონკურსის - „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში" - ფარგლებში 12 000 ლარით დაფინანსდა სასწავლებლის პროექტი World Harmony.

2022 წელს ამ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტ „კამერტონის" კონცერტი ქუთაისში.

2023 წლის სექტემბერში, სამუშაო რეჟიმში გამოსაცდელად, სასწავლებელში დაიდგა როიალი „ბოსტონი" და პიანინო „ესექსი". ამავე წელს, ,,საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობის" კონკურსის ფარგლებში, 10 000 ლარით დაფინანსდა პროექტი „ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო ფესტივალი „ბორჯომი 2023"".

2022 და 2023 წლებში პროექტის - „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა განათლების ხელშეწყობა" - ფარგლებში სამინისტრომ დააფინანსა თბილისში ცხოვრების ხარჯი და სტიპენდია გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლის, რომელსაც სისტემატურად უწევდა რეგიონიდან თბილისში მგზავრობა მუსიკალური განათლების მისაღებად.

პიანინოზე დაკვრა
 
ვიოლინო
 
ხელის ჩამორთმევა