საგუნდო მუსიკის კონცერტი
2024 წლის 21 იანვარს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა საგუნდო მუსიკის კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის გუნდი მიხეილ ედიშერაშვილის ხელმძღვანელობით.
სასიხარულოა, რომ ამავე კონცერტში მონაწილე გუნდების დირიჟორები : ომარ ბურდული -თბილისის ქალთა გუნდის დირიჟორი და ლაშა მიროტაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდის დირიჟორი, ორივე ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების კურსდამთავრებულები არიან. სამივე დირიჟორი კი სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების გამგის, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის ლიანა ჭონიშვილის აღზრდილები არიან.
მიხეილ ედიშერაშვილი და ლაშა მიროტაძე დღეს წარმატებით მოღვაწეობენ სასწავლებელში და ხელმძღვანელობენ სასწავლებლის უფროსკლასელთა და გაერთიანებულ გუნდებს.
სასწავლებლის კოლექტივი ულოცავს მათ ამ წარმატებას!