ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

მიშელ სონი - SOS Talents Foundation-ის ტრადიციული კონცერტი

2024-03-18

14 მარტს პარიზის ცნობილ დ’არსოს დარბაზში გაიმართა მიშელ სონი - SOS Talents Foundation-ის ტრადიციული კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები. საქართველოს წარადგენდა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეები: მე-4 კლასელი არსენ კარაპეტიანი, პედ. ნინო ქათამაძე და მე-7 კლასელი ბაჩი მიქელაძე, პედ. ნატო ორაგველიძე. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს და პროფესიულ წინსვლას.