ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ვაჟა აზარაშვილის მოგონება

2024-05-16

ვაჟა აზარაშვილი - რამდენიმე ხნის წინ ის ჩვენ შორის იყო. უშუალოდ ვურთიერთობდით  და სიყვარულით ვუნაწილებდით მას ჩვენს პატივისცემას. ის იმსახურებდა ამას თავისი შემოქმედებით, ტალანტით და  დიდი ადამიანობით.

ის იყო წინა საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ კომპოზიტორთა „ოქროს თაობის“ უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ის მრავალმხრივობა რომელიც მას ერთნაირად პოპულარულს ხდიდა როგორც აკადემიური მუსიკის, ასევე საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი სიმღერები, რომლებიც ჰიტებად იქცა, კიდევ დიდხანს გაუძლებს დროის გამოცდას და სამუდამოდ დარჩება ქართულ სასიმღერო რეპერტუარში,  როგორც ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშები.

ბატონი ვაჟა თავად იყო თავისი სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი. ამის დასტურად ვაზიარებთ  ვიდეოჩანაწერს, რომელიც ჩვენ სასწავლებელშია გადაღებული და სადაც კარგად ჩანს ბატონი ვაჟას არტისტიზმი, მოლხენის უნარი. მასთან ერთად გატარებული დრო ხომ ზეიმი იყო, სავსე იუმორით და ხალისით. ამიტომ გვინდა რომ ეს ჩანაწერი დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში, როგორ ჩვენი ძვირფასი მეგობრის და საუკეთესო  კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის  მოგონება.

ნაწყვეტი მოსკოვში, შნიტკეს სახ. მუსიკალურ ინსტიტუტში გამართული კონცერტიდან რომელიც მიეძღვნა ვაჟა აზარაშვილის ხსოვნას. კონცერტის ორგანიზატორი იყო ინსტიტუტის საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელი, ჩვენი დიდი მეგობარი რუსტამ შაიხუტდინოვი.

ვაჟა აზარაშვილი სტუმრად ჩვენს სასწავლებელში. როიალთან ჩვენი დირექტორი გია ქორქაძე