
სიმებიანი ორკესტრის კონცერტი
2025-01-22
2024 წლის 25 დეკემბერს თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სიმებიანი ორკესტრის კონცერტი,
რომელსაც ხელმძღვანელობდა დირიჟორი გიორგი შილაკაძე.
კონცერტზე შესრულდა:
• ა. კორელის კონცერტო გროსო თხზ. 6, №8
• ვ.ა.მოცარტის “Ave verum corpus”
• ჯ.კაჩინის „Ave Maria“
• ი.ს.ბახის მაგნიფიკატი რე მაჟორი (შემოკლებული ვერსია)
კონცერტში მონაწილეობა მიიღო მოწვეულმა მომღერლებმა.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა