ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

თამარ კვიციანმა "Golden Piano Talents" გრან-პრი მოიპოვა

2025-07-19

ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფიელების მოსწავლემ თამარ კვიციანმა (12 წლის), პედ. თინა ღვინერია, მორიგი გამარჯვება მოიპოვა პიანისტთა მე-4 საერთაშორისო კონკურსზე Golden Piano Talents, სადაც დაჯილდოვდა გრან პრით და სპეციალური პრიზით "ვირტუოზულობისათვის". ვულოცავთ თამარს და მის პედაგოგს ქალბატონ თინა ღვინერიას და ვუსურვებთ წარმატებულ გამოსვლას 12 და 13 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ჩატარდება კონკურსის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულთა გალა კონცერტი და თამუნას სოლო კონცერტი.