ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ევგენი მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ფოლკლორული გუნდის მონაწილეობა Golden Gate International Choral Festival, აშშ

2026-09-15

2026 წლის ივლისში ევგენი მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ფოლკლორულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში Golden Gate International Choral Festival, რომელიც 1991 წლიდან ტრადიციულად ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება ქ. პიემონტში, კალიფორნია,აშშ.

2012 წელს სასწავლებლის გუნდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ამ ფესტივალში. მას შემდეგ ისინი 4-ჯერ იყვნენ მოწვული „გოლდენ გეიტის“ საერთშორისო ფესტივალზე.
ფესტივალის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ გუნდებს, მოესმინათ მათი გამოსვლები, ღირსეულად წარმოეჩინათ საქართველო, როგორც ტრადიციული მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანა. მონაწილეობა მიეღოთ გაცვლით ღონიძიებებში, მათ შორის გუნდმა ნიუ-იორკიშ ცენტრალურ პარკში გამართა არაფორმალური კონცერტი.
ფესტივალის ჟიურიმ გუნდი დააჯილდოვა განსაკუთრებული პრიზით გლობალური მემკვიდრეობისათვის.
საკონკურსო გამოსვლების ლინკები იხილეთ ქვემოთ: